მანჩინის გუნდი უკანასკნელ შეხვედრაში ლისაბონში პორტუგალიასთან (0:1) დამარცხდა და ერთა ლიგის A დივიზიონიდან დიდი ალბათობით, B დივიზიონში დაქვეითდება. აპენინელებმა პირველ ტურში შინ 1:1 ითამაშეს პოლონეთთან ორ ტურში 1 ქულა აქვთ, პოლონეთი და პორტუგალია კი გაცილებით უკეთეს ვითარებაში არიან.
აღსანიშნავია, რომ იტალიას უკვე ზედიზედ 4 ოფიციალური მატჩი არ აქვს მოგებული: შვედეთთან 0:1 და 0:0, პოლონეთთან 1:1 და პორტუგალიასთან 0:1. ასეთი ცუდი შედეგი კი „სკვადრა აძურას“ ბოლოს 1984 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდმა კვიპროსს (1:1), რუმინეთსა (0:1) და შვედეთს (0:2, 0:3) ვერ მოუგო.
შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას იტალიის ნაკრები 14 ოქტომბერს ერთა ლიგაზე სტუმრად პოლონეთში გამართავს, იქამდე ოთხი დღით ადრე კი ჯენოაში უკრაინას ამხანაგურად გაეჯიბრება.