weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„სკვადრა აძურას“ კრიზისს ვერც მანჩინი შველის

12:01 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

იტალიის საფეხბურთო ნაკრების მძიმე დროება გრძელდება. „სკვადრა აძურას“ ვერც ახალი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ეხმარება და პრობლემა არა მხოლოდ გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშიცაა, რაც ძალიან დაბალია და არანაირად არ შეეფერება სახელოვან, ტიტულოვან საფეხბურთო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს.

მანჩინის გუნდი უკანასკნელ შეხვედრაში ლისაბონში პორტუგალიასთან (0:1) დამარცხდა და ერთა ლიგის A დივიზიონიდან დიდი ალბათობით, B დივიზიონში დაქვეითდება. აპენინელებმა პირველ ტურში შინ 1:1 ითამაშეს პოლონეთთან ორ ტურში 1 ქულა აქვთ, პოლონეთი და პორტუგალია კი გაცილებით უკეთეს ვითარებაში არიან.

აღსანიშნავია, რომ იტალიას უკვე ზედიზედ 4 ოფიციალური მატჩი არ აქვს მოგებული: შვედეთთან 0:1 და 0:0, პოლონეთთან 1:1 და პორტუგალიასთან 0:1. ასეთი ცუდი შედეგი კი „სკვადრა აძურას“ ბოლოს 1984 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდმა კვიპროსს (1:1), რუმინეთსა (0:1) და შვედეთს (0:2, 0:3) ვერ მოუგო.

შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას იტალიის ნაკრები 14 ოქტომბერს ერთა ლიგაზე სტუმრად პოლონეთში გამართავს, იქამდე ოთხი დღით ადრე კი ჯენოაში უკრაინას ამხანაგურად გაეჯიბრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]