weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ხორვატიამ არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო

10:13 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ხორვატიის ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის გათამაშება უმძიმესი მარცხით დაიწყო. მასპინძელმა ესპანეთმა ქალაქ ელჩეს სტადიონზე ზლატკო დალიჩის გუნდს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და ისტორიული სირცხვილი აჭამა.

ხორვატთა წინააღმდეგ შეხვედრის გმირი „რეალის“ ახალგაზრდა შემტევი მარკო ასენსიო გახდა - ორი გოლი მისი ლამაზი დარტყმებით გავიდა, სამჯერ კი საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს ნაკრების მაისურით აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი.

ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა „ფურია როხამ“ ლონდონის „უემბლიზე“ ინგლისთან მოგებულ (2:1) პირველ მატჩშიც დაამტკიცა, რომ რუსეთში გამართულ მუნდიალზე განცდილი კრახი დროებითი ამბავი იყო და კვლავ ევროპული ფეხბურთის ავანგარდშია.

რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, რომელსაც აქამდე არასოდეს წაეგო ექვსბურთიანი სხვაობით, ერთა ლიგის მომდევნო ტურში ინგლისს უმასპინძლებს. მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]