ოძეკის ტიტულის მქონე ქართველა სეკიტორიმ შერკინებისას სეკივაკეს ტიტულის მქონე ტამავაში დოჰიოდან გადააგდო, თუმცა თავადაც გადავარდა ინერციით, რის შემდეგაც მსაჯთა ბრიგადამ ხელახალი შერკინება დანიშნა. ლევან გორგაძემ კვლავ დოჰიოდან მოისროლა მეტოქე, რომელსაც ურთიერთ შეხვედრებში ახლა უკვე 16:8 ამარცხებს.
ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ მიტაკეუმი დადგება, რომელიც მიმდინარე აკი ბაშოზე უდანაკარგოდ ასპარეზობს და ოთხიდან ოთხი მოგება აქვს. მცხეთელი სუმოისტი სეკივაკეს წოდების იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 5:2 სჯაბნის.