weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფაჩულიას გუნდი ფინალურ სერიაში პირველად დამარცხდა

11:45 შაბათი, 10 ივნისი 2017

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა კლივლენდის „კავალიერსმა“ 2017 წლის სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩში შინ ზაზა ფაჩულიას გუნდი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 137:116 დაამარცხა და ფინალური სერიის საერთო ანგარიში შეამცირა - 1:3.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ ორიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც კლივლენდელებმა 49:33 მოიგეს, „კავალერებმა“ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. კლივლენდელმა ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა: 31 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა.

ფინალურ სერიაში, რომელსაც ფაჩულიას გუნდის 3:1-ს იგებს, მომდევნო შეხვედრა 13 ივნისს ოკლენდში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]