პაპუნაშვილი სანაკრებო შეკრების შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა არაგონულ კლუბს და კარგი თამაშითაც გამოირჩა. „დეპორტივოსთან“ მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, ხოლო გუნდის მეორე გოლისას კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე იგი 72-ე წუთამდე იყო.
აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილისთვის ესპანეთის თასზე გატანილი გოლი ამ სეზონში პირველია. „სარაგოსას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც სეგუნდა დივიზიონის განვლილ ორ ტურში ქართველ ფეხბურთელს დიდად არ სწყალობდა.