weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის „ალაზანმა“ მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

10:23 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ განახლებული გათამაშების მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო. „ალაზანმა“ სტუმრად ახალქალაქში „აბული“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში მეათე წუთზე „ალაზანში“ ამ ზაფხულს დაბრუნებულმა ზურაბ ლაკოევმა თორნიკე დანაჭრელაშვილის პასით გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „აბულმა“ მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი ნიკა სეფაშვილის პასით ბექა ბადურაშვილმა კვლავ წინ გაიყვანა გურჯაანელები. ბოლო წუთებში დაძაბული თამაშის მიუხედავად გოლი აღარ გასულა.

ცხრაგუნდიან გათამაშებაში მე-9 ტურის თავზე „ალაზანს“ 24 ქულა აქვს, მეორეადგილოსან „დიდუბეს“ კი - 21. „აბული“ 10 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

ღია ლიგის ლიდერი „ალაზანი“ მორიგ შეხვედრას 20 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან აუტსაიდერ ნინოწმინდის „ფარავანთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]