სლოვენიელმა მაღალჩინოსანმა უარყო ბოლო პერიოდში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ UEFA 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ იორკში აპირებდა.
მსგავსი თემაა ესპანეთშიც, სადაც შეერთებულ შტატებში მატჩების გამართვის წინააღმდეგი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და FIFA არიან. საუბარი იყო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის ამერიკაში, კერძოდ კი მაიამიში გამართვაზე, რაც პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტს სურდა, თუმცა ინიციატივას ჯანი ინფანტინომ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მხარი არ დაუჭირეს.