weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

16:14 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-6 საასპარეზო დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იკიოი დაამარცხა და 2 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

მეორე რანგის წოდება ოძეკის მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე აუტსაიდერი იკიოი, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ყველა შეხვედრა წაგებული აქვს, შერკინებისას დაიქნია და დოჰიოდან გადააგდო. ამ დროისთვის ქართველი სეკიტორი იკიოის საერთო ანგარიშით 10:4 ამარცხებს.

ხვალ ლევან გორგაძეს რთული ორთაბრძოლა ელის მონღოლ სეკივაკე იჩინოჯოსთან, რომელსაც მიმდინარე აკი ბაშოზე 4 შეხედრა აქვს წაგებული და გამარჯვებები ჰაერივით სჭირდება. ქართველი სუმოისტი მას 12:5 უგებს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს სექტემბრის სუპერტურნირზე 15 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 მოგება სჭირდება, რათა წოდებაში არ დაქვეითდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]