შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო არა იმ აზრით, რომ ეს ყველაზე რთული მეტოქე იყო მათ შორის, ვისაც დვალშვილი შეხვედრია, არამედ ეს გამარჯვება ქართველ მებრძოლს UFC-სთან ურთიერთობის გახანგრძლივებისთვის სჭირდებოდა. მოგეხსენებათ, დვალიშვილმა საწყისი ორი ორთაბრძოლა წააგო.
„ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი მწვრთნელი - მეტ სერა გავახარე. ჩემს წონაში მე ყველასთვის სახიფათო მებრძოლი ვარ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პირველი გამარჯვებით UFC-ში. ჩემო საქართველო, მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ მებრძოლს UFC-სთან კიდევ ერთი ბრძოლა აკავშირებს.