ლოს ანჯელესელები ტორონტოში 0:3 მარცხდებოდნენ, ტაიმის მიწურულს „იბრაკადაბრამ“ პარტნიორის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ბრუნში მარჯვენა ფეხი შეაგება და უიშვიათესი სანახაობის გოლი გაიტანა. შეხვედრა საბოლოოდ „ტორონტოს“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს „გალაქსის“ მაისურით ამერიკის საფეხბურთო ლიგაში გამართულ 22 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.