weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სინგაპურში გამარჯვებით ჰამილტონმა უპირატესობა 40 ქულამდე გაზარდა

12:12 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

ლუის ჰამილტონმა სინგაპურის დიდი პრიზის რბოლა პოულ პოზიციიდან მოიგო და ფორმულა 1-ში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, სეზონის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, მთავარ კონკურენტ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა 40 ქულამდე გაზარდა.

ლუის ჰამილტონს პრაქტიკულად არ გასჭირვებია ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 69-ე რბოლის მოგება. არადა, ბევრი ელოდა, რომ სინგაპურის ქუჩის ტრეკზე გამარჯვებისთვის „მერსედესზე“ უკეთესი შანსი „ფერარისა“ და „რედ ბულს“ ჰქონდათ, მაგრამ მათ მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლა შეძლეს, საბოლოოდ კი კვარცხლბეკზე იმავე თანმიმდევრობით დაიკავეს ადგილები, რომლითაც სტარტზე იდგნენ.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური, დისტანცია 308.706 კმ (5.063 კმ, 61 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:51:11.611

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 8.961

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 39.945

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 51.930

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 53.001

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 53.982

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1:43.011

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 2 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 2 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

უსწრაფესი წრე:

კევინ მაგნუსენი - 1:41.905 (50-ე წრე, 178.860 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 281 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 241
  3. კიმი რაიკონენი - 174
  4. ვალტერი ბოტასი - 171
  5. მაქს ფერსტაპენი - 148
  6. დანიელ რიკიარდო - 126
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 53
  8. ფერნანდო ალონსო - 50
  9. კევინ მაგნუსენი - 49
  10. სერხიო პერესი - 46
  11. ესტებან ოკონი - 45
  12. კარლოს საინსი - 38
  13. პიერ გასლი - 28
  14. რომენ გროჟანი - 27
  15. შარლ ლეკლერი - 15
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. ლანს სტროლი - 6
  18. 18. მარკუს ერიკსონი - 6
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე გუნდური ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 452 ქულა
  2. ფერარი - 415
  3. რედ ბული - 274
  4. რენო - 91
  5. ჰაასი - 76
  6. მაკლარენი - 58
  7. ფორს ინდია - 32
  8. ტორო როსო - 30
  9. ზაუბერი - 21
  10. უილიამსი - 7

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]