ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც ტრავმით ასპარეზობს და ამის გამო რამდენიმე დაუგეგმავი მარცხიც იწვნია, იოკოზუნა კაკურიუ ჰაერში ასწია, დოჰიოდან გადაიყვანა და მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი აგემა.
ლევან გორგაძემ პირად დაპირისპირებაში კაკურიუს 22 მარცხის ფონზე მესამედ სძლია, მიმდინარე სუპერტურნირზე კი თავად ბალანსი 7:4 გაუხდა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ უფრო სახელოვანი და ძლიერი მეტოქე, ასევე იოკოზუნა ჰაკუჰო იქნება, რომელთანაც ლევან გორგაძე ურთიერთშეხვედრებში 1:25 მარცხდება. ერთი გამარჯვება ოძეკი ტოჩინოშინმა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტთან წინა სუპერტურნირზე მოიპოვა.