weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ საქართველოს თასზე გორის „დილა“ დაამარცხა

09:55 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საკუთარ მოედანზე გორის „დილა“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გივი ჩოხელის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ერთადერთი შედეგიანი დარტყმის ავტორი „თელავის“ მთავარმეგოლე გიორგი ნიქაბაძე მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე გახდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „თელავის“ გულშემატკივრებმა ცენტრალური მცველი ნიკოლოზ აფაქიძე დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ „თელავი“ ლიგა 2-ში მე-4 ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და მე-3 პოზიციაზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]