ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-12 ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა ჰაკუჰოსთან სუკუინაგეს ილეთით წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველ სუმოისტს მონღოლი დიდი ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, წინა ბაშოზე ჰყავს დამარცხებული, დღეის ჩათვლით კი მასთან 25 ორთაბრძოლა აქვს წაგებული.
და ამ დროისთვის ლევან გორგაძის მიმდინარე ბალანსი 7/5 გახლავთ. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას დარჩენილი სამი შეხვედრიდან მინიმუმ ერთის მოგება მართებს. ხვალ მისი მეტოქე მაეგაშირას წოდების მქონე შოდაი იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს პირად შეხვედრებში ყაიმი აქვს - 5:5