weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გურჯაანის „ალაზანმა“ ლიდერობა განიმტკიცა

20:41 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

ე.წ. ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ მე-10 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე გათამაშების ბოლოადგილოსან ნინოწმინდის „ფარავანს“ უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა აუტსაიდერი მეტოქე.

„ალაზანი“ მთელი შეხვედრა ფლობდა უპირატესობას, ანგარიში კი მე-15 წუთზე გახსნა, როდესაც ალეკო კობახიძემ ფლანგური გადაცემა გოლით დაასრულა. ტაიმის მიწურულს გატანილი მეორე ბურთი ზურაბ ლაკოევის ანგარიშზეა, ბოლო წუთზე კი, მას შემდეგ რაც სტუმართა მეკარემ პენალტი მოიგერია, კუთხურიდან გათამაშებული ბურთი მეტოქის კარში მცველმა ნოდარ ტალახაძემ გაგზავნა.

მეორე ნახევარში ლაკოევმა დუბლი გაიფორმა, მეხუთე გოლი კი შეცვლაზე შესულმა გუნდის ვეტერანმა ვანო სხირტლაძემ გაიტანა. ხუთი გოლის გარდა მასპინძელ „ალაზანს“ კიდევ არაერთი ბურთის გატანა მართებდა, თუმცა ოთარ ვარამიშვილის გაწვრთნილი ფეხბურთელები ხან არაზუსტად ირჯებოდნენ, ხან კი ნინოწმინდელთა მეკარე თამაშობდა კარგად, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში საოცარი რეაგირება გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ღია ლიგის მეორე და მესამეადგილოსნებმა, „დიდუბემ“ და გორის „ლეგიონმა“ მე-10 ტურის შეხვედრა ერთმანეთთან გამართეს და ფრედ 2:2 ითამაშეს, რამაც „ალაზანის“ ლიდერობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

მომდევნო შეხვედრას გურჯაანული გუნდი 26 სექტემბერს გამართავს და სტუმრად მესამედგილოსან „ლეგიონს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]