„წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 კაცშიც არ მოვიაზრებოდი, დღეს ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედალი მოგვაქვს, რომ არა ჩემი ფანტასტიური გუნდი მე ეს ძალა არ მექნებოდა , ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ასევე მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, თითოეული თქვენგანი ჩემთვის უდიდესი სტიმულია“. - წერს ნინო თიბილაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე მედალი კიდევ ერთმა ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა აიღო. ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.