შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორი ოფიციალური მატჩი გამართა. ერთა ლიგის ეგიდით ჯერ სტუმრად ყაზახეთი დაამარცხა, ხოლო შემდეგ საკუთარ მოედანზე ლატვიას მოუგო.
UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქე სამივე გუნდი ასეულს მიღმაა: ყაზახეთი 118-ეზეა, ანდორა 128-ე, ხოლო ლატვია 131-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგის ათეულს, მიუხედავად სანაკრებო ბატალიებისა, ცვლილება მინიმალურია: ბელგიის ნაკრები ქულებით საფრანგეთს გაუტოლდა და ორივე გუნდი შესაბამისად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
1-2. ბელგია - 1729
1-2. საფრანგეთი - 1729
3. ბრაზილია - 1663
4. ხორვატია - 1634
5. ურუგვაი - 1632
6. ინგლისი - 1612
7. პორტუგალია - 1606
8. შვეიცარია - 1598
9. ესპანეთი - 1597
10. დანია - 1597