„სან ხოსე“ 70-ე წუთამდე ანგარიშით 3:1 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა გაანიავა და უქულოდ დარჩა. ყაზაიშვილმა გოლი 58-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. ეს მისი მე-10 გოლია მიმდინარე სეზონში.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე „ჯვაროსანმა“ შეუცვლელად ითამაშა. გურამ კაშიამ კი ქრის ვონდოლოვსკის არყოფნის გამო კალიფორნიულ გუნდს უკაპიტნა.