მაეგაშირას წოდების მქონე ახალგაზრდა იაპონელთან, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი უარყოფითი აქვს, ტოჩინოშინის ურთიერთშეხვედრები თანაბარი (5:5) იყო, თუმცა დღეს შოდაისთანაც მეექვსედ წააგო და აკი ბაშოზეც.
ხვალ გორგაძე გამარჯვებას ასევე მაეგაშირა აბისთან შეეცდება, რომელსაც აქამდე ორჯერაა შეხვედრილი და ორჯერვე დამარცხებული ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთის მოგება მართებს, რათა ოძეკის ტიტული არ დაკარგოს.