weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პერესმა რონალდოს წასვლის მიზეზი დაასახელა

10:42 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრისტიანო რონალდოს გუნდიდან წასვლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ღიად პირველად ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტის განცხადებით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მადრიდი პირადი მიზეზით დატოვა და „რეალი“ ყოველთვის მის სახლად დარჩება.

„მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოგება რონალდოს ტრანსფერმა მოგვიტანა. მან წასვლა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა და შეთანხმებას მივაღწიეთ. „იუვენტუსისგან“ კი 100 მილიონზე მეტი მივიღეთ. რონალდოს ჩვენგან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის, იმისთვის, რაც ჩვენი მაისურით გააკეთა. ის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ და ეს ყოველთვის მისი სახლი იქნება“, - განაცხადა ფლორენტინო პერესმა

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო რონალდო „რეალში“ გატარებული 9 სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]