ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, აქედან 5 ქულა გადამწყვეტ წუთებში მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება საქართველოა ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, მან 27 წუთში 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი კატალონიურს 20 ქულის სხვაობით ამარცხებდა და მართალია, „ბარსამ“ ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, საბოლოოდ მაინც შენგელიას და ჯენინგის კლუბმა იყოჩაღა.
„ბასკონიას“ მეტოქე ფინალში მადრიდის „რეალი“ იქნება. ფინალი ხვალ, 22 სექტემბერს ჩატარდება.