weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა მე-8 გამარჯვებით ოძეკის წოდება შეინარჩუნა

15:48 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაიფორმა, რითაც დასავლეთის ოძეკის წოდება შეინარჩუნა. ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს დასავლეთის მე-4 მაეგაშირა აბი დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი 8/6 გაუხდა.

ტოჩინოშინმა, რომელმაც მიმდინარე ბაშოზე ფეხის ტრავმის გამო რამდენიემ დაუგეგმავი მარცხი იწვნია, ახალგაზრდა მეტოქე შიტატენაგეს ილეთით ძირს დააგდო და მასთან ურთიერთშეხვედრებში 3:0 გახადა ანგარიში.

ხვალ, აკი ბაშოს ბოლო მე-15 დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე ტაკაიასუ იქნება, რომელსაც ტოჩინოშინი აქამდე 14-ჯერ შეხვდა, ამათან 11 მოგება აქვს, სამი კი მარცხი.

აქვე გეტყვით, რომ აკი ბაშოზე „იმპერატორის თასის“ მფლობელი რეკორდსმენი მონღოლი იოკოზუნა ჰაკუჰო გახდა. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი აღნიშნულ ტროფეის 41-ედ შემართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]