weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

16:55 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია, ორჭიდის ჯამში კი - 478 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.

ძალოსნობაში საქართველოს პირველობა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში გუშინწინ დაიწო და დღეს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რეკორდის ოფიციალურად ჩასათვლელად მიღწევა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ (მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა) ან კონტინენტურ ტურნირზე უნდა დამყარდეს.

ჩემპიონატის შედეგები:

105 კგ
I ირაკლი ჩხეიძე (ზუგდიდი) – ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) – ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319

+105
I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) – ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]