weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა აკი ბაშო გამარჯვებით დაასრულა

10:10 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

ტოკიოში გამართული სექტემბრის 15-დღიანი სუპერტურნირი ლევან გორგაძემ 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. ბოლო ორთაბრძოლაში ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა რთულ მეტოქედ მიჩნეული ტაკაიასუ დაამარცხა.

ტოჩინოშინის მსგავსად ოძეკის წოდების მქონე ტაკაიასუ ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრებში 9:7 ჯაბნიდა, ლევან გორგაძემ კი მერვედ დაამარცხა იაპონელი მეტოქე.

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე ფეხის ტრავმით ასპარეზობდა და რამდენიმე დაუგეგმავი მარცხი იწვნია, საბოლოოდ კი კაჩი-კოშის (მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი) დაფიქსირებით ოძეკის წოდება შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუზუნა, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი და რეკორდსმენი სუმოისტი ჰაკუჰო გახდა, რომელმაც სექტემბრის სუპერტურნირზე ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო და 15 გამარჯვებით „იმპერატორის თასი“ კარიერაში 41-ედ შემართა.

აქვე გეტყვით, რომ შემდეგი სუპერტურნირი კიუსიუ ბაშო ფუკუოკაში, კოკუსაის ცენტრში 11-25 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი სუმოისტთა განახლებული რეიტინგი ბანძუკე გამოქვეყნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]