weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ალექს ძანარდიმ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

11:14 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

ინდიქარის და ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ალექს ძანარდიმ შშმ პირთათვის ტრიატლონში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ემილია რომანიაში ჩატარებულ ტურნირ „აირონმენ იტალიზე“ ძანარდიმ დისტანცია 8 საათში, 26 წუთსა და 06 წამში გაიარა.

ტურნირზე სულ 2700 სპორტსმენი მონაწილეობდა. დისტანციაში შედიოდა: ცურვა ღია წყალში 3.8 კილომეტრზე, 180 კილომეტრი ველოსიპედით და სირბილით მარათონი - 42.2 კილომეტრი. ველოსიპედის და სირბილის დისტანციები ძანარდიმ ხელის ველოსიპედით გაიარა, რომლითაც მას პარალიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

სხვათა შორის ხსენებული ტურნირი გერმანელმა ენდი ბოჰერერმა მოიგო, რომელმაც ფინიშის ხაზი ძანარდიზე 25 წუთით ადრე გადალახა. სამაგიეროდ, F1-ის ყოფილმა მრბოლმა და CART-ის (ინდიქარის ძველი განაყოფი ვერსია) სერიის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ძველი რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, დაახლოებით ნახევარი საათით გააუმჯობესა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]