როგორც ცნობილია, ბერაჰინომ ორი მათგანის მამობა აღიარა, მესამე შვილის დედა კი ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლებს.
საიდო ბერაჰინოს პირველი ვაჟი 30 მაისს, ყოფილ საცოლესთან, სტეფანია ხრისტოფორუსთან შეეძინა. სტეფანი და „სტოკის“ ფეხბურთელი ერთმანეთს თებერვალში დაშორდნენ. მეორე ვაჟი 15 ივნისს დაიბადა - დედის ვინაობა არ სახელდება, თუმცა როგორც დაიწერა, იგი ბერაჰინოს დიდი ხნის მეგობარი იყო. ფეხბურთელი არ აპირებს შვილზე პასუხისმგებლობის აღებას, დედა კი ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლებს.
17 ივლისს კი ბერაჰინოს მესამე ვაჟი ჩელსი ლავლეისმა გაუჩინა.