8 ოქტომბერს 15 კანდიდატი დასახელდება, რომელთა შერჩევაზე თავად პოპულარული ფრანგული ჟურნალი მუშაობს, გამარჯვებულს კი ის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ, რომლებიც ქალთა ფეხბურთის მიმართულებით მუშაობენ.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია 3 დეკემბერს, პარიზში გაიმართება. ჟურნალი გულშემატკივარს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - ამიერიდან სპეციალურ პრიზს სახელწოდებით „კოპას ჯილდო“, რომელიც გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელის რემონ კოპას სახელობისაა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიღებს.