სერიალი არგენტინელი ფეხბურთელის მშფოთვარე ცხოვრებასა და თავბრუდამხვევ კარიერაზე სავარაუდოდ რამდენიმე სეზონისგან იქნება შემდგარი, რადგან არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის როლს სამი მსახიობი შეასრულებს: ნიკოლას გოლდშმიდტი ახალგაზრდობას, ნასარენო კასერო - ზენიტში მყოფ ვარსკვლავს, ხუან პალომინო კი - კარიერის შემდგომ სკანდალურ ცხოვრებას, რომელიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს უკავშირდება.
სერიალის გადაღებები არგენტინაში დაიწყება, შემდეგ კი გადამღები ჯგუფი ესპანეთში, იტალიასა და მექსიკაში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონაზე უკვე არსებობს 2007 წელს გამოსული ნაკლებად ცნობილი იტალიური მხატვრული ფილმი „მარადონა: ღმერთის ხელი“ და ემირ კუსტურიცას 2008 წლის ცნობილი დოკუმენტური სურათი - Maradona by Kusturica.