„პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16-ე სეზონი NBA-ში“. - წერს 34 წლის კალათბურთელი.
NBA-ში ფაჩულიასთვის ყველაზე წარმატებული „გოლდენ სტეიტ ვორიორზში“ გატარებული ორი სეზონი გამოდგა, სადაც მან NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი 2-ჯერ მოიგო. გასული სეზონის შემდეგ ფაჩულიამ კონტრაქტი „დეტროიტ პისტონზთან“ გააფორმა, დღეს კი სეზონისწინა ფოტო-სესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ახალ კლუბში იგი 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ზაზა ფაჩულიას ახალ გუნდს სეზონის წინ პირველი საკონტროლო შეხვედრა 3 ოქტომბერს, სტუმრად „ოკლაჰომა სიტი სანდერთან” ელის.
შეგახსენებთ, რომ ამპლუით ცენტრი ზაზა ფაჩულიას ამერიკული კარიერა 2003 წელს „ორლანდო მეჯიქში” დაიწყო, მას შემდეგ კი „მილუოკი ბაქსში”, „ატლანტა ჰოუქსში”, „დალას მავერიქსსა” და „გოლდენ სტეიტ ვორიორზშიც” ითამაშა.