weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურამ თუშიშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

18:19 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 23 წლის გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. თუშიშვილის კარიერაში ეს პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.

ამით მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]