საქმე ისაა, რომ თინეიჯერი ტალანტი ინგლისის ლიგის თასის მატჩში, რომელშიც „მილუოლი“ „ფულემს“ მასპინძლობდა, მოედანზე შევიდა, რითაც იგი გათამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
ჰარვი ელიოტი პოზიციით ვინგერია, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენენ კატალონიური „ბარსელონა“ და ლონდონის „ჩელსი“.
ელიოტმა ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 15-წლამდელებში ჩატარებულ 2 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.