შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გამართულ კენჭისყრაზე გერმანიამ 12 ხმა მიიღო, თურქეთმა კი - 4.
სხვათა შორის გერმანიამ აღნიშნულ ტურნირს 1988 წელსაც უმასპინძლა დასავლეთ გერმანიის სახელით.
2024 წლის ევროპირველობას 10 ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, ლაიპციგი, შტუტგარტი, ფრანკფურტი, კიოლნი, გელზენკირხენი, დორტმუნდი და დიუსელდორფი.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ერთ კონკრეტულ ქვეყანაში არ ჩატარდება და რამდენიმე ქვეყნის ქალაქი უმასპინძლებს, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი ლონდონში შედგება.