37-ე წუთზე ანგარიში სტუმარმა დავით ბოლქვაძემ გახსნა და „თელავმა“ პირველი ტაიმი წააგო. მეორე ნახევრის 52-ე წუთზე კი მასპინძლებმა სხვაობა ირაკლი რუხაძის მიერ გატანილი პენალტით აღმოფხვრეს.
დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ „თელავს“ 42 ქულა გაუხდა, ამდენივე ქულა აქვს „ვიტ ჯორჯიას“, რომელიც გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს „თელავს“ და მეორე ადგილს იკავებს. „ნორჩი დინამო“ კი 41 ქულით მეოთხეზეა.
მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, „თელავი“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ცხინვალს“ შეხვდება, იმავე დღეს „ნორჩი დინამო“ და „ვიტ ჯორჯია“ ერთმანეთში ითამაშებენ.