weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თელავმა“ კონკურენტ „ნორჩ დინამოსთან“ ქულები გაიყო

10:33 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

საქართველოს ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ უშუალო კონკურენტ „ნორჩ დინამოსთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა, რის შედეგადაც მეორე პოზიციიდან მესამეზე დაქვეითდა.

37-ე წუთზე ანგარიში სტუმარმა დავით ბოლქვაძემ გახსნა და „თელავმა“ პირველი ტაიმი წააგო. მეორე ნახევრის 52-ე წუთზე კი მასპინძლებმა სხვაობა ირაკლი რუხაძის მიერ გატანილი პენალტით აღმოფხვრეს.

დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ „თელავს“ 42 ქულა გაუხდა, ამდენივე ქულა აქვს „ვიტ ჯორჯიას“, რომელიც გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს „თელავს“ და მეორე ადგილს იკავებს. „ნორჩი დინამო“ კი 41 ქულით მეოთხეზეა.

მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, „თელავი“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ცხინვალს“ შეხვდება, იმავე დღეს „ნორჩი დინამო“ და „ვიტ ჯორჯია“ ერთმანეთში ითამაშებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]