weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოჭში ჰამილტონს 70-ე გამარჯვება თანაგუნდელმა ბოტასმა აჩუქა

10:35 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

რუსეთში გამართული ფორმულა 1-ის გრან-პრი ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა მოიგო, თუმცა თამამას შეიძლება ითქვას, რომ ეს ის გამარჯვებაა, რომლის გახსენებასაც ლუის ჰამილტონი ხშირად არ მოისურვებს, რადგან ფაქტია - გამარჯვება მან ფინელ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასის მიერ გზის დათმობის წყალობით მოიპოვა.

ასეთი შემთხვევები შესაძლოა, ფორმულა 1-ს ავტორიტეტს ულახავს, მაგრამ „მერსედესის“ პრაგმატული გადაწყვეტილება სწორედ ასეთი იყო - სამქიმიანებს სურთ, რომ „ფერარის“ მთავარ პილოტ სებასტიან ფეტელთან სატიტულო ბრძოლაში ლუის ჰამილტონმა რაც შეიძლება დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს.

რბოლა, რომელსაც ფინიშისკენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო, ნამდვილად არ გამოდგა ისეთი უინტერესო, როგორსაც ბევრი პროგნოზირებდა. თავისი ოსტატობა კიდევ ერთხელ გვიჩვენა მაქს ფერსტაპენმა, ვისაც რბოლის დღეს 21 წელი შეუსრულდა. მან სტარტის ბოლო რიგიდან სწრაფად გაიკაფა გზა მოწინავე პოზიციამდე და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის როლში გაატარა. ფერსტაპენის მსგავსად შესანიშნავად იასპარეზა „ფერარის“ მომავალმა პილოტმა შარლ ლეკლერმა, ვინც მეშვიდე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სახით ფეტელს მალე ძალიან კერკეტი თანაგუნდელი ეყოლება. აღნიშვნას იმსახურებს დანიელ რიკარდო, ვინც ფერსტაპენივით ბოლო რიგიდან დაიწყო და ფინიშს მეექვსემ მიაღწია.

საბოლოოდ, ჰამილტონმა კარიერაში 70-ე გამარჯვება მოიპოვა და ფეტელთან წლევანდელი უპირატესობა 50 ქულამდე გაზარდა. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩენილ 5 ეტაპზე კი ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა „ფერარის“ გერმანელ პილოტს ძალიან გაუჭირდება.

რუსეთის დიდი პრიზი

სოჭი, ოლიმპიური ტრეკი, დისტანცია 309,745 კმ (5.848 კმ, 53 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:27.25.181

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 2.545

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 7.487

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 16.543

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 31.016

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 1:20.451

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1:38.390

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 2 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 2 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 2 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 49 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, „ტორო როსო“) 49 წრე

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 306 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 256
  3. ვალტერი ბოტასი - 189
  4. კიმი რაიკონენი - 186
  5. მაქს ფერსტაპენი - 158
  6. დანიელ რიკარდო - 134
  7. კევინ მაგნუსენი - 53
  8. ნიკო ჰულ;კენბერგი - 53
  9. ფერნანდო ალონსო - 50
  10. სერხიო პერესი - 47
  11. ესტებან ოკონი - 47
  12. კარლოს საინსი - 38
  13. პიერ გასლი - 28
  14. რომენ გროჟანი - 27
  15. შარლ ლეკლერი - 21
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. 17. ლანს სტროლი - 6
  18. და მარკუს ერიკსონი - 6
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე გუნდური ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 495 ქულა
  2. ფერარი - 442
  3. რედ ბული - 292
  4. ფორს ინდია - 94
  5. რენო - 91
  6. ჰაასი - 80
  7. მაკლარენი - 58
  8. ტორო როსო - 30
  9. ზაუბერი - 27
  10. უილიამსი - 7
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]