გავრცელებული ცნობით, ინგლისის ჩემპიონი კლუბი მზადაა, 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 224 მილიონი ევრო) გადაიხადოს. „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პარიზელებთან შეთანხმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოხერხდება.
ტრანსფერის შემთხვევაში, კილიან მბაპე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. ამ მომენტისთვის რეკორდი „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთ ლიდერს, ბრაზილიელ ნეიმარს ეკუთვნის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა.