weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლუის ჰამილტონმა მონრეალის გრან-პრი ათ წელიწადში მეექვსედ მოიგო

16:47 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

ზუსტად ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ტრეკზე ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველი პოული და პირველი რბოლა მოიგო. ამ ათ წელიწადში იგი მეექვსედ ავიდა კანადური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე და რაც მთავარია, მონრეალში ამჟამინდელი გამარჯვებით 12 ქულით შეამცირა ჩამორჩენა მიმდინარე წლის ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან.

აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინანდელ მონაკოს რბოლაში პირველი და მეორე ადგილები „ფერარის“ პილოტებმა დაიკავეს, მონრეალში კი „მერსედესმა“ დუბლითვე უპასუხა. ლუის ჰამილტონმა 19.7 წამით აჯობა მეორეზე გასულ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს და კარიერაში 56-ე გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი კი, მონაკოს მსგავსად, ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ დაიკავა, ვინც დაჯილდოების შემდეგ, საკუთარი ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევით, მაყურებელი კვლავ გაახალისა.

ჰამილტონი ფეტელთან ჩამორჩენას უფრო მეტი ქულითაც შეამცირებდა, რომ არა გერმანელი პილოტის თავგანწირული გარჯა რბოლის მიწურულს. ჩემპიონატის ლიდერ ფეტელს სტარტზე მანქანის წინა ფრთის ნაწილი დაუზიანდა, რის გამოც პიტლეინზე ადრევე მოუწია შესვლამ. იქიდან გამოსული კი პელოტონის უკან აღმოჩნდა, მაგრამ მან თითქმის შეუძლებელი შეძლო, ბოლო წრეებზე „ფორს ინდიას“ ორივე პილოტი ჩამოიტოვა და კიდევ რამდენიმე წრე რომ დარჩენილიყო, იქნებ სამეულსაც მისწვდომოდა.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, ჟილ ვილნევის სახელობის ტრეკი, დისტანცია 305.270 კმ (4.361კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:33:05.153
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) +00:19.783
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 00:35.297
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 00:35.907
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 00:40.476
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 00:40.716
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:58.632
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 01:00.374
  9. ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე
  15. პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 2 წრე
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 4 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 15 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 60 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 70 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 70 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:14.551, 64-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 141
  2. ლუის ჰამილტონი - 129
  3. ვალტერი ბოტასი - 93
  4. კიმი რაიკონენი - 73
  5. დანიელ რიკარდო - 67
  6. მაქს ფერსტაპენი - 45
  7. სერხიო პერესი - 44
  8. ესტებან ოკონი - 27
  9. კარლოს საინსი - 25
  10. ფელიპე მასა - 20
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 18
  12. რომენ გროჟანი - 10
  13. კევინ მაგნუსენი - 5
  14. პასკალ ვერლაინი - 4
  15. დანილ კვიატი - 4
  16. ლანს სტროლი - 2

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 222
  2. ფერარი - 214
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 112
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 71
  5. ტორო როსო-რენო - 29
  6. უილიამს-მერსედესი - 22
  7. რენო - 18
  8. ჰაას-ფერარი - 15
  9. ზაუბერ-ფერარი - 4
  10. მაკლარენ-ჰონდა - 0

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]