ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 ფეხბურთელით დაკომპლექტდება, საიდანაც 1 დებიუტანტია - პოლონური „არკას“ 22 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია.
აღსანიშნავია, „ჯვაროსნების“ რიგებში ჯანო ანანიძის დაბრუნებაც, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა.
ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი) გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავის სპარტაკი, სლოვაკეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
ვლადიმირ ვაისი უახლოეს რეზერვად ოთხ ფეხბურთელს განიხილავს: ლევან გეგეჭკორი (ქუთაისის ტორპედო), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის დინამო), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მესამე ტურში „ჯვაროსნები“ 13 ოქტომბერს, შინ ანდორას დაუპირისპირდებიან, 16 ოქტომბერს კი სტუმრად ლატვიასთან ითამაშებენ.