weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კრისტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

12:15 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

ლას ვეგასის პოლიციის ცნობით, კვლავ განახლდა გამოძიება ფეხბურთელ კრისტიანო რონალდოს მიმართ. საქმე ეხება გაუპატიურების ფაქტს - 34 წლის ამერიკელი კატრინ მაიორგა ამტკიცებს, რომ 9 წლის წინ ის ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში რონალდომ გააუპატიურა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ბრალდებას უარყოფს.

შემთხვევა 2009 წლის 13 ივნისს, გამთენიისას მოხდა. მაშინ 25 წლის იმედისმომცემი მოდელი კატრინ მაიორგა ღამის კლუბში მუშაობდა, სადაც 24 წლის ფეხბურთის ვარსკვლავს შეხვედრების ოთახში გაეცნო, შემდეგ კი სასტუმროში გაჰყვა.

გაუპატიურების შემდეგ მაიორგა ჩივილს აპირებდა, მაგრამ როგორც გაირკვა, რონალდომ მას გასაჩუმებლად დაახლოებით 300 000 ფუნტი გადაუხადა. ამჯერად კი კატრინ მაიორგამ გერმანულ პრესტიჟულ გამოცემა „შპიგელთან“ ყველაფერი დეტალურად აღწერა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]