weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საწვრთნელ შეკრებაზე წასული ქართველი მოფარიკავეები ისრაელში დარჩნენ

17:27 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

საქართველოს და ისრაელის ფარიკაობის ფედერაციების ორგანიზებით ისრაელში გაგზავნილი ექვსი ქართველი მოყვარული მოფარიკავე სამშობლოში აღარ დაბრუნდა და ისრაელში არალეგალურად დარჩა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბაზაძე ამბობს, რომ შემთხვევა 2017 წლის ბოლოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ბაზაძის თქმით, ფედერაციას თავად მოყვარულმა სპორტსმენებმა მიმართეს, რომელთაც სურდათ, ისრაელში, ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრება ჩაეტარებინათ.

„ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ სპორტსმენებისთვის მიწვევა გამოგვიგზავნა. ექვსი მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის იმჟამინდელ პრეზიდენტთან, ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები ვეღარ იპოვეს და უკან მათ გარეშე დაბრუნდნენ“, - ამბობს მერაბ ბაზაძე.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას შეატყობინა, სადაც ზაზა მჭედლიძის და დავით სახვაძის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას 5000 ფრანკის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა, რის შემდეგაც ზაზა მჭედლიძემ და დავით სახვაძემ თანამდებობები დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]