weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტად პუტინის ყოფილი თანაშემწე აირჩიეს

12:24 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) 89-ე კონგრესი ჩატარდა და ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში FIDE-ს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს. დვორკოვიჩის კანდიდატურას 185 დელეგატიდან 103-მა დაუჭირა მხარი. ამ თანამდებობაზე მის გარდა ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი და ინგლისელი ნაიჯელ შორტიც იყრიდნენ კენჭს, თუმცა ნაიჯელ შორტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 FIDE-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგიოს მაკროპულოსმა არჩევნებამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, არათანაბარ პირობებში და უსამართლოდ მიმდინარეობდა. მისი თქმით, ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად, მისი სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსები, სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციებს ხმის მიცემას აიძულებენ. „ამ არჩევნებმა პოლიტიკური სახე მიიღო“, - ამბობდა ბერძენი დიდოსტატი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის ხელმძღვანელად მეორე ვადით ზურაბ აზმაიფარაშვილი აირჩიეს. აზმაიფარაშვილი ამ თანამდებობაზე 2022 წლის ჩათვლით იქნება.

არკადი დვორკოვიჩი 2018 წლის ივნისამდე რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. თანაშემწის თანამდებობაზე ის 2012 წლამდე მუშაობდა. 2010-2014 წლებში არკადი დვორკოვიჩი რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]