weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ალაზანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

19:56 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

წინა მატჩში, სტუმრად გორის „ლეგიონთან“ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, ღია ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში გურჯაანის „ალაზანმა“ საკუთარ მინდორზე „გაგრის“ მეორე გუნდს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა მეტოქე.

უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც „ალაზანის“ მეკარემ სტანდარტული სიტუაციისას დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. მასპინძლები უტევდნენ და მალევე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ზურა ლაკოევმა აქცია. ამის შემდეგ გურჯაანელები წინ კვლავ ლაკოევმა გაიყვანა, თუმცა „ალაზანმა“ ტაიმის მიწურულს კვლავ მეკარის არადამაჯერებელი თამაშის გამო პირველი ბურთის ანალოგი გოლი გაუშვა.

მეორე ნახევრიდან „ალაზანმა“ კიდევ უფრო შეუტია და არათუ წინ გასვლა, არამედ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო, რომლებიც იმავე ლაკოევის, გაგა მოდებაძისა და შეცვლაზე აქტიურად შესული ლევან ნარსიძის ანგარიშზეა.

მოპოვებული გამარჯვებით პირველადგილოსან „ალაზანს“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში 12 ტურის თავზე 30 ქულა დაუგროვდა (10 მოგება, 0 ფრე, 2 მარცხი), მისი უახლოესი მდევარი კი კვლავ „დიდუბეა“, რომელიც მას 2 ქულით ჩამორჩება.

მორიგ მატჩს „ალაზანი“ 11 ოქტომბერს გამართავს და სტუმრად „გლდანს“ დაუპირისპირდება.მას

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]