უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც „ალაზანის“ მეკარემ სტანდარტული სიტუაციისას დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. მასპინძლები უტევდნენ და მალევე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ზურა ლაკოევმა აქცია. ამის შემდეგ გურჯაანელები წინ კვლავ ლაკოევმა გაიყვანა, თუმცა „ალაზანმა“ ტაიმის მიწურულს კვლავ მეკარის არადამაჯერებელი თამაშის გამო პირველი ბურთის ანალოგი გოლი გაუშვა.
მეორე ნახევრიდან „ალაზანმა“ კიდევ უფრო შეუტია და არათუ წინ გასვლა, არამედ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო, რომლებიც იმავე ლაკოევის, გაგა მოდებაძისა და შეცვლაზე აქტიურად შესული ლევან ნარსიძის ანგარიშზეა.
მოპოვებული გამარჯვებით პირველადგილოსან „ალაზანს“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში 12 ტურის თავზე 30 ქულა დაუგროვდა (10 მოგება, 0 ფრე, 2 მარცხი), მისი უახლოესი მდევარი კი კვლავ „დიდუბეა“, რომელიც მას 2 ქულით ჩამორჩება.
მორიგ მატჩს „ალაზანი“ 11 ოქტომბერს გამართავს და სტუმრად „გლდანს“ დაუპირისპირდება.მას