weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა თბილისის „დინამო“ შეიძინეს

12:18 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და მისი ბაზა შეიძინეს. ფაჩულიასა და ხეცურიანის თქმით, ეს ნაბიჯი სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გადადგეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. მისი წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში დიდია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს „დინამოს“. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალად აღვზარდოთ“ – განმარტა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურთო კლუბია, რომელიც წარსულში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962 წ.) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968 წლებში) ჩემპიონია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „დინამო“ ქვეყნის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა (1991, 1992, 2003, 2014, 2017, 2018 წლებში).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]