weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყაზაიშვილსა და კაშიას მატიას ალმეიდა გაწვრთნის

11:27 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრების ყოფილი წევრი მატიას ალმეიდა მთავარ მწრთნელად დაინიშნა „სან ხოსე ერსქვეიკსში“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია გამოდიან.

44 წლის სპეციალისტი ბოლოს მექსიკურ „გვადალახარას“ ედგა სათავეში, რომელსაც 2015 წლიდან წვრთნიდა, მანამდე კი მშობლიურ „ბანფილდსა“ (2013-2015) და „რივერ პლეიტში“ (2011-2012) მუშაობდა.

პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი მატიას ალმეიდა არგენტინის ნაკრების ღირსებას 1996-2003 წლებში იცავდა და 35 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ითამაშა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე, 1998 და 2002 წლებში. საკლუბო კარიერა „რივერ პლეიტიდან“ დაიწყო და შემდეგ ევროპას მიაშურა, სადაც „სევილიას“, რომის „ლაციოს“, „პარმას“, მილანის „ინტერისა“, „ბრეშას“ რიგებში გამოდიოდა. მოთამაშის კარიერა 2011 წელს მშობლიურ „რივერ პლეიტში“ დაასრულა.

რაც შეეხება „სან ხოსეს“, აქამდე გუნდს შვედი მიკაელ სტარე წვრთნიდა, რომელიც „ქვეიქსს“ გასული წლის სექტემბრიდან ედგა სათავეში. კალიფორნიული კლუბი MLS-ში ძალზე წარუმატებელ სეზონს ატარებს და 32 თამაშში მოპოვებული 20 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]