weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი მედლები აიღო

12:09 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

საქართველოს ნაკრებმა ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლები მოიპოვა. 9 ოქტომბერს კვარცხლბეკზე სამი ქართველი სპორტსმენი ავიდა. ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ კი - მესამე.

17 წლის ტყიბულელმა ილია სულამანიძემ ბუენოს აირესის ტატამზე 4 ბრძოლა გამართა და ფინალამდე სლოვენიელი, არგენტინელი და თურქი მეტოქეები დაჯაბნა, საჩემპიონო შეხვედრა კი დამატებით დროში დათმო ყაზახ ბეკარის სადუაკასთან.

არჩილ მალაყმაძემ 134 კგ აიტაცა, 154 აკვრა ორჭიდში კი 288 კგ დაუგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად.

რაც შეეხება ქუთაისელ ტყვიის მსროლელ ნინო ხუციბერიძეს, მან 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მესამე შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ. მან შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში არუბელ პატრიკ სიდოუსთან ერთად ითამაშა იაპონელთა წინააღმდეგ და უშანსოდ დამარცხდა 0:6, 1:6.

 კონკურენციაში ჩაება მხატვრული ტამოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილიც. მან ძალები ორ დისციპლინაში მოსინჯა - რგოლით და ბურთით ვარჯიშებში და ამ ეტაპზე მერვე ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]