გთავაზობთ 10 საფეხბურთო მიღწევას, რომლებიც ორი ვარსკვლავის საყვარელ ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება:
- ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: ეს რეკორდი ამჟამად „პორტოს“ ესპანელ გოლკიპერ იკერ კასილასს ეკუთვნის, რომელიც თავის მიღწევას (172 მატჩი) ჯერ კიდევ აუმჯობესებს.
- გოლები ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტ სეზონში: რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგის 16 სხვადასხვა სეზონში გაიტანა გოლები, რაც ჯერ-ჯერობით მიუღწეველია.
- ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში: ეს რეკორდი „რეალის“ ლეგენდებს, ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშს ეკუთვნით - მათ ანგარიშზე შვიდ-შვიდი ასეთი გოლია.
- ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი სხვადასხვა გუნდით: კლარენს ზეედორფმა უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი „აიაქსის“, „რეალისა“ და „მილანის“ შემადგენლობაში მოიგო. ამ რეკორდის გამეორებასთან რონალდო ახლოსაა, თუკი ის „იუვენტუსთან“ ერთად შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფს.
- ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა გუნდით: ეს მიღწევა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნის, რომელსაც ევროტურნირზე გოლები „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურებით აქვს გატანილი.
- ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ფინალში: „მილანის“ ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი 36 წლისა და 333 დღის იყო, როდესაც ფინალში „ლივერპულს“ გაუტანა.
- ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: რეკორდის ავტორი ჰოლანდიელი როი მაკაი გახლავთ, რომელმაც 2007 წელს მეოთხედფინალში „რეალს“ მატჩის დაწყებიდან 10.12 წამში გაუტანა.
- ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე: „ლიონის“ ფორვარდმა ბაფეტიმბი გომისმა 2011 წელს ზაგრების „დინამოს“ სამი გოლი შვიდწუთიან მონაკვეთში გაუტანა.
- ყველაზე მეტი გოლი ევროტურნირის ერთ სეზონში (საკვალიფიკაციოს ჩათვლით): ამ მხრივ რეკორდსმენი კოლუმბიელი თავდამსსხმელი რადამელ ფალკაო გახლავთ, რომელმაც 2011-2012 წლების ევროპა ლიგის სეზონში 18 გოლის გატანა შეძლო.
- საუკეთესო მაჩვენებელი ნათამაშები მატჩებისა და გატანილი გოლების შედარებით: გერმანული ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერს ჩემპიონთა თასზე ჩატარებულ 35 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მისი საშუალო მაჩვენებელი 1 მატჩში გატანილი 0.97 გოლია. ამ დროისთვის რონალდოსა და მესის, შესაბამისად, 154 მატჩში გატანილი 120 გოლი და 127 მატჩში გატანილი 105 გოლი აქვთ. მათი მაჩვენებელიც ასეთია: რონალდო - 0.78, მესი - 0.83