weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველადგილოსანმა „თელავმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

09:51 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე „თელავმა“ მე-12 ტურის მატჩი შინ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გამართა და საფეხბურთო კლუბ „გორის“ დამარცხებით ლიდერობა შეინარჩუნა.

მატჩი მასპინძელ თელაველთა სრული სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა და კახელმა ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს სტუმართა კართან, თუმცა მოსაგებად მხოლოდ ორი იკმარეს: კვლავ გაიტანა გუნდის კაპიტანმა გიორგი მურველაშვილმა, ამჯერად 44-ე წუთზე ახლო მანძილიდან, 62-ე წუთზე კი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა იმედა აშორტიამ პენალტით ორამდე გაზარდა ანგარიში.

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ 12 ტურის თავზე 27 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მას ორი ქულით ჩამორჩება უახლესი მდევარი „შევარდენი 1906“.

მორიგ შეხვედრას „თელავი“ 19 ივნისს სტუმრად გამართავს და თბილისში ცხინვალის „ლიახვს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]