მატჩი მასპინძელ თელაველთა სრული სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა და კახელმა ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს სტუმართა კართან, თუმცა მოსაგებად მხოლოდ ორი იკმარეს: კვლავ გაიტანა გუნდის კაპიტანმა გიორგი მურველაშვილმა, ამჯერად 44-ე წუთზე ახლო მანძილიდან, 62-ე წუთზე კი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა იმედა აშორტიამ პენალტით ორამდე გაზარდა ანგარიში.
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ 12 ტურის თავზე 27 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მას ორი ქულით ჩამორჩება უახლესი მდევარი „შევარდენი 1906“.
მორიგ შეხვედრას „თელავი“ 19 ივნისს სტუმრად გამართავს და თბილისში ცხინვალის „ლიახვს“ დაუპირისპირდება.